ინფორმაცია სვანეთში სასტუმროების მფლობელებისთვის, რესტორნებისთვის, მძღოლებისთვის, გიდებისთვის

print
email
ინფორმაცია სვანეთში სასტუმროების მფლობელებისთვის, რესტორნებისთვის, მძღოლებისთვის, გიდებისთვის

დაამატეთ ინფორმაცია სვანეთში თქვენი ტურისტული ობიექტის შესახებ გზამკლევში და ვებგვერდზე tetnuldi.com

თქვენი ბიზნესი სვანეთში ვებგვერდზე და გზამკლევში “Backcountry Skiing in Svaneti“

მუშაობა გზამკლევზე “სვანეთი ზამთარში“ უახლოვდება დასასრულს. წიგნი გამოიცემა 2023 წლის დეკემბერს. გზამკლევის ავტორი არის ოლეგ გრიცკევიჩი, ბელორუსი, რომელიც ცხოვრობს საქართველოში 2008 წლიდან, მან დაარსა კომპანია შპს გუდაური თრეველი 2010 წელს.

წიგნი "Backcountry Skiing in Svaneti" - მოკლე აღწერა

140 ფერად გვერდიანი, სვანეთის გზამკლევი გვაწვდის სასარგებლო ინფორმაციას მოთხილამურეებისთვის და ევროპიდან ჩამოსულ მოთხილამურე ტურისტებისთვის - რომელიც მოიცავს რეგიონის აღწერას, მნიშვნელოვან კონტაქტებს, სასტუმროებს, რესტორნებს, ადგილობრივი გიდების და მძღოლების კონტაქტებს, ღირსშესანიშნაობებს და სათხილამურო ტურების მარშრუტებს.

რამოდენიმე სურათი ახალი გზამკლევიდან 

STILL WILD GEORGIA - guidebooks series

ეს გზამკლევი ავტორის მიერ მეორე წიგნია და „ Still Wild Georgia“-ს სერიის ნაწილია, რომელიც შედგება 4 წიგნისგან - გუდაური და ყაზბეგი (I); სვანეთი (II); რაჭა (III) და მცირე კავკასიონი (IV).. სერიის პირველი გზამკლევი ( გუდაურის და ყაზბეგის რეგიონის შესახებ) გამოიცა 2022 წელს და ამჟამად იყიდება საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში.

სვანეთის გზამკლევის შემდეგ, იგეგმება რაჭასა და მცირე კავკასიის რეგიონების გზამკლევის ბეჭდვა.

წიგნები მზადდება და იბეჭდება ავტორის ხარჯით, ადგილობრივი დაწესებულებების რეკლამის მხარდაჭერით.

თუ გაქვთ ბიზნესი სვანეთში, რომელიც მუშაობს მთელი წლის მანძილზე, ზამთრის ჩათვლით და გსურთ თქვენი ინფორმაცია დაემატოს გზამკლევში და ვებგვერდზე, გამოგვიგზავნეთ მოთხოვნა ქვემოთ მითითებული ფორმის გამოყენებით.

წიგნის ავტორი იქნება სვანეთში 2023 წლის 23 ნოემრიდან - 27 ნოემბრის ჩათვლით და მოხარული იქნება პირადად შეხვდეს და უპასუხოს შესაძლო კითხვებს სვანეთში ბიზნესის წარმომადგენლებს ,რომლებიც დაინტერესებულები არიან ფასიანი რეკლამით.

შეავსეთ ეს ფორმა და დატოვეთ მოთხოვნა, რომ ინფორმაცია თქვენი ბიზნესის შესახებ იყოს ჩართული სვანეთის გზამკლევში.

Pfmform form access denied

სარეკლამო შესაძლებლობები და ფასები:

მოკლე ინფორმაციის განთავსება ( დასახელება და ტელეფონის ნომერი) გზამკვლევში და ვებგვერდზე უფასოა www.tetnuldi.com

დეტალური ინფორმაციის განთავსება გზამკლევში ( დასახელება, სურათი, ტელეფონი, ელ.ფოსტა, ტექსტი) ფასიანია ( 180 ლარიდან) დამოკიდებულია სარეკლამო სივრცეზე.